2021-10-09 19:04:35
ინტერვიუს უძღვება სალომე კანდელაკი, პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსი, GIP
“აღმოსავლეთ ევროპაში ალბათობა იმისა, რომ უეცრად ახალი ლიდერი გამოჩნდება და სათავეში ჩაუდგება მთელ სახელმწიფოს, ჯერ კიდევ დიდია, რაც პარტიული სისტემის სისუსტის კიდევ ერთი ინდიკატორია.”
ჟოლტ ენიედი ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ლევერჰულმის მოწვეული პროფესორია. ამავდროულად იგი ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის (CEU) პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორიცაა და იკვლევს პარტიულ სისტემებს, პოლიტიკურ დამოკიდებულებებს, პლურალიზმს, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს, რელიგიასა და პოლიტიკას, დე-დემოკრატიზაციას, დემოკრატიზაციას, პარტიულ ორგანიზაციას და ავტორიტარიზმს.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში დოქტორი ენიედი ხელმძღვანელობდა 13 სადოქტორო და დაახლოებით 80 სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, იკავებდა დეპარტამენტის უფროსის, სადოქტორო სკოლის დირექტორის და 2016-2020 წლებში პრორექტორის პოზიციებს. დოქტორი ენიედის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს სტრუქტურისა და საშუალების ურთიერთქმედება პოლიტიკური განსახვავებების განვითარების პროცესსა და მემარჯვენე პოლიტიკურ იდეოლოგიებში.
დოქტორმა ენიედიმ 2003 წელს მიიღო რუდოლფ ვილდენმანის პრიზი, 2004 წელს ბიბოს ჯილდო, ხოლო 2020 წელს დაჯილდოვდა უნგრეთის მეცნიერთა აკადემიის მიერ. ის ასევე მუშაობდა ვუდრო უილსონის ცენტრში, კელოგის ინსტიტუტში (ნოტერ დამის უნივერსიტეტი), ნიდერლანდების მოწინავე კვლევების ინსტიტუტში, ევროპულ საუნივერსიტეტო ინსტიტუტში (ფლორენცია, იტალია) და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს პატივი ჰქონდა ზუმის პლატფორმის მეშვეობით ინტერვიუ ჩაეწერა დოქტორ ენიედისთან, რა დროსაც მან ევროპულ სახელმწიფოებში პოლიტიკური პარტიული სისტემების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
ინტერვიუს განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პარტიული პოლიტიკური სისტემების მარცხზე პოლიტიკური ცხოვრების ინსტიტუციონალიზაციის პროცესში.
ექსპერტ ინტერვიუ #9, ოქტომბერი 2021