2024-05-01 09:08:06
როგორ იგებენ არჩევნებს საქართველოში? რა თამაშობს გადამწყვეტ როლს – ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერი თუ პოლიტიკური დებატები? წარმოდგენილი პოლიტიკის ნარკვევი განიხილავს საარჩევნო კლიენტელიზმის ფენომენს საქართველოში, რომელიც ტრანზაქციული პოლიტიკის ფორმაა და გულისხმობს პოლიტიკური პარტიების მიერ შეთავაზებული პირადი სარგებლის სანაცვლოდ პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას შუამავლების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ კლიენტელიზმი და შუამავლების ჩართულობა საარჩევნო კამპანიებში საქართველოში საყოველთაოდაა ცნობილი, მის ანალიზს იშვიათად თუ იხილავთ. ნაშრომის მიხედვით, კლიენტელიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს არჩევნების მოგებაში საქართველოში, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.
საკვანძო სიტყვები: არჩევნები, საარჩევნო კლიენტელიზმი, პოლიტიკური პარტიები, დემოკრატია
პოლიტიკის ნარკვევი #57 | აპრილი 2024
პუბლიკაცია მომზადდა „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ და „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ შეხედულებებს.