Author

07/04/2023 ნინო სამხარაძე

გახდება Gen Z დემოკრატიზაციის მამოძრავებელი ძალა საქართველოში?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
07-04-2023

ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველოს დემოკრატიზაციის საკითხი ეჭვქვეშ დგას. 2023 წლის მარტში ე.წ. „აგენტების კანონის“ აქტიური მხარდაჭერა მმართველი ძალის მიერ საზოგადოებისთვის რადიკალურად მიუღებელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რამაც განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია. კანონის პროექტის საწინააღმდეგო მრავალათასიანი პროტესტის წამყვანი ძალა კი, როგორც ფართოდაა მიჩნეული, ქართველი ახალგაზრდობა გახდა (Vincent 2023). როგორც წესი, საზოგადოების ეს ნაწილი ინერტულ ამომრჩევლად და ნიჰილისტურად განწყობილ სეგმენტად მიიჩნევა. ამის საპირისპიროდ, მარტის მოვლენებმა მმართველ ძალასაც და ფართო საზოგადოებასაც დაანახა, რომ ქვეყნის ევროპეიზაციიდან შესაძლო გადახვევა ახალგაზრდებისთვის იმდენად მიუღებელ ალტერნატივას წარმოადგენს, რომ მათ შეუძლიათ რეალური წინააღმდეგობა აჩვენონ და, საჭიროების შემთხვევაში, ლიდერობაც აიღონ საკუთარ თავზე.

წარმოდგენილი პოლიტიკის მემორანდუმი ცდილობს, ახსნას, რა ღირებულებები განსაზღვრავს ახალგაზრდების განსაკუთრებულ მობილიზებას ანტიდემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ, რა განსხვავებული მახასიათებლებით არიან ისინი აღჭურვილი და რას შეიძლება ნიშნავდეს ამ თვისებრივად ახალი ძალის გააქტიურება ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში, იკვეთება ღირებულებათა დიქოტომია, სადაც ბოლო ზღვარი გადის ევროპეიზაციის გზიდან გადახვევასა და რუსეთთან დაახლოების რისკზე. Gen Z-ად წოდებულმა თაობამ, განსაკუთრებით, სტუდენტებმა, რომლებიც მარტის მოვლენებში ორგანიზებულად მონაწილეობდნენ, გამოავლინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსხვავებულად ინფორმირებული და გააზრებული მიდგომა პროტესტის ფენომენის მიმართ, რაც, მიანიშნევს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაზე, რომლის წამყვან მოთამაშედ, დიდი შანსია, ახალგაზრდობა მოგვევლინოს.

პოლიტიკის მემორანდუმი #67 | აპრილი 2023

, , , , , , ,