10/06/2024 GIP

საქართველოს გადახრა ავტორიტარიზმისკენ: შეუძლია თუ არა საერთაშორისო საზოგადოებას დემოკრატიის გადარჩენა?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
10-06-2024

მმართველი ქართული ოცნების უმრავლესობამ პარლამენტში პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტზე, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „უცხოური აგენტების კანონს“ ან „რუსულ კანონს“. პარლამენტმა 84 ხმით ოთხის წინააღმდეგ პროექტი პირვანდელი ვერსიით მიიღო, რაც საბოლოო ნაბიჯია კანონის აღსრულებამდე. ეს ნაბიჯი წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს საქართველოს დემოკრატიისთვის, და, ავტორიტეტული Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანას ნახევრადკონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიაში ათავსებს. საქართველოს ტრადიციული დასავლელი პარტნიორები ვაშინგტონსა და ბრიუსელში განუწყვეტლივ მოუწოდებენ მთავრობას, უარყოს წინააღმდეგობრივი კანონი. თუმცა, ქართულმა ოცნებამ, საერთაშორისო რეკომენდაციებისა და შიდასაზოგადოებრივი ვნებათაღელვის უგულებელყოფის ფონზე, კანონის ძალაში შეყვანა გადაწყვიტა.

მოვლენათა ამგვარი განვითარების ფონზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, ქართველმა და საერთაშორისო მკვლევრებმა უპასუხეს შემდეგ კითხვებს:

  1. როგორ შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას, უპასუხოს არადემოკრატიულ გადახრას საქართველოში და ქართული ოცნების მისწრაფებას ავტორიტარიზმისკენ?
  2. რა შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას, გააკეთოს, რათა წინ აღუდგეს წნეხს არსებულ კონტექსტში?

ექსპერტთა კომენტარი #27 | ივნისი 2024

, , ,