13/02/2018 GIP

პრობლემური სამეზობლო: როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო ავტორიტარული რეჟიმებიდან მომდინარე ზეწოლას

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
13-02-2018
ჯოსეფ ლარსენი

საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით გზაგასაყარზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში იგი დემოკრატიზაციის მაგალითია, 2016 წელს, მმართველი პარტიის -„ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებული კონსტიტუციური უმრავლესობის შემდეგ, დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის პროგრესი შენელდა. სუსტი საპარლამენტო ოპოზიციისა და ინსტიტუციური კონტროლის მყიფე სისტემაში ფუნქციონირებამ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას ისეთი ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა მისცა,რომლებიც დემოკრატიის კონსოლიდაციის გაღმავებაზე მის მიერ აღებულ ვალდებულებას ეჭვქვეშ აყენებენ.ვითარებას ისიც აუარესებს, რომ საქართველო მისი მეზობელი ორი ავტორიტარული სახელმწიფოსგან —აზერბაიჯანისა და თურქეთისგან — ზეწოლას განიცდის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საყოველთაოდ აღიარებული ვალდებულებები უგულებელყოს. ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა საქართველო ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, ევროპული პერსპექტივის მოპოვებას ცდილობს. შეუძლია თუ არა საქართველოს მის ავტორიტარულ, თუმცა ეკონომიკურად ძლიერ მეზობლებთან — კერძოდ, აზერბაიჯანსა და თურქეთთან — ფუნქციური ინტეგრაცია გააგრძელოს, ევროკავშირის დაახლოების მისწრაფების რისკის ქვეშ დაყენების გარეშე? როგორ უნდა მიაღწიოს საქართველოს მთავრობამ ამ მხრივ ადეკვატურ ბალანსს? წინამდებარე დოკუმენტი შეეცდება ზემოაღნიშნულ კითხვებს უპასუხოს და წარმოდგინოს კონკრეტულ პოლიტიკური რეკომენდაციები რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის შენარჩუნებისთვის, დემოკრატიზაციისა და ევროკავშირთან პოლიტიკური ინტეგრაციის გაგრძელებისთვის.

, , , , , , , , , ,