31/08/2020 magda

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოში: პოლიტიკური ჩართულობის ბარიერები

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2020-08-31 10:06:32

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ინტეგრაცია კომპლექსური პროცესია, თუმცა ამ კუთხით საქართველოს, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანას, ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ოფიციალურად აქვს აღებული ევროპასთან ინტეგრაციის კურსი. ამ და სხვა გარემოებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი უმცირესობების ეროვნულ დონეზე ხარისხიანი პოლიტიკური მონაწილეობა. მინიმალურია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესიბების მხრიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა. ამ მხრივ განსაკუთრებით უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან შუახნის ასაკისა და უფროსი თაობის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობები, რომელთა უმეტესობაც არ ფლობს ქართულ ენას და არ აქვს საკმარისი ინფორმაცია არც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არც მის საგარეო პრიორიტეტებზე. ამ მიმართულებით აუცილებელია საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის დელეგაციასთან და თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პროაქტიური და უფრო მეტად კოორდინირებული მუშაობა, რათა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურად გასაძლიერებლად დაგადგმული ნაბიჯები პასუხობდეს მათ რეალურ საჭიროებებს.

პოლიტიკის დოკუმენტში არგუმენტები ეფუძნება ლიტერატურისა და ოფიციალური დოკუმენტების შესწავლას და ასევე ექსპერტ ინტერვიუებისა და ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარებული ფოკუს ჯგუფების შედეგებს. ნაშრომი მოიცავს საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ევროკავშირის დელეგაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი რეკომენდაციებს, რომლებიც გაწერილია  კვლევის შედეგად გამოვლენილი მთავარი გამოწვევების საპასუხოდ.

, , , , , , , , , ,