20/09/2019 magda

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პროგრესის შეფასება: საქართველო პრევენციული სტრატეგიის ძიებაში

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2019-09-20 12:18:23

ნაშრომში განხილულია ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შემდგომი ოფიციალური დისკურსი, ფაქტები და სტატისტიკური მონაცემები შეჩერების თავდაცვით მექანიზმში გაწერილი ინდიკატორების მიხედვით. შესაბამისი მონაცემების შესწავლით დასტურდება აღნიშნული მექანიზმის ასამოქმედებლად საჭირო სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, თუმცა ამავე დროს ჩანს, რომ საკითხის პოლიტიკური დელიკატურობა, საქართველოს სასარგებლოდ გადამწყვეტ როლს თამაშობს. მიუხედავად ამისა, ავტორის მტკიცებით, არ არსებობს მუდმივი პოლიტიკური იმუნიტეტი, რომელიც ევროკავშირში უვიზო რეჟიმს არსებითად გაზრდილი არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკების ფონზე დაიცავდა. ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოდან უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა და უკანონო მიგრანტების რაოდენობის ზრდისა და  ქართული დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფების გააქტიურების გამო. სტატისტიკური მონაცემები, რომლებითაც პრორუსული ძალები საქართველოს ევროპული მომავლის საზიანოდ იყენებენ, რეალური და მზარდია. ამრიგად, ავტორი საქართველოს ურჩევს, არ უარყოს პრობლემა და არ იყოს თვითკმაყოფილი. ავტორი მთავრობას მოუწოდებს, გადადგას შემხვედრი ნაბიჯები როგორც პრევენციის, ასევე დროული რეაქციული ზომების მხრივ და ერთდროულად იმუშაოს სტატისტიკასა და პროპაგანდაზე. ავტორი თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს ევროკავშირს და მოუწოდებს თავშესაფრის პოლიტიკისა და საზღვრის მართვის სისტემის რეფორმირებისკენ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებს სცდება. ავტორი შეჩერების მექანიზმს „დამოკლეს მახვილს“ ადარებს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ემუქრება მანამ, სანამ არ ამოქმედდება ევროპის მგზავრთა  საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა „ეტიასი“ (ETIAS), რომელიც უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის სისტემურ პრევენციას შეძლებს.

მიმომხილველი და საერთაშორისო კონსულტანტი:

  • ალექსანდრა შტიგლმაიერი – უფროსი ანალიტიკოსი ბრიუსელში, ევროპული სტაბილურობის ინიციატივა (ESI).

 ავტორი:         

  • თათია დოლიძე  – აფილირებული ანალიტიკოსი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) 

 

წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთს შორის გამოცდილების გაზიარების გზით ვიზალიბერალიზაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP, საქართველო) ევროპული პოლიტიკის და რეფორმის ინსტიტუტთან (IPRE, მოლდოვა) და გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკურ ცენტრთან (ACGRC, სომხეთი) ერთად.

პუბლიკაცია შემუშავდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.

პროექტი ხორციელდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ ქვე-გრანტის სქემის ხელშეწყობით (FSTP) და ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის ფარგლებში. აღნიშნული ქვე-გრანტის სქემის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ხელს უწყობს პლათფორმის წევრებს მისი მისიისა და ამოცანების შესრულებაში. პროექტს ნაწილობრივ აფინანსებს „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED).

, , , , , , , , , , ,