13/03/2018 magda

საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვლევის შედეგები

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
13-03-2018

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს პროექტის – „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ – ნაწილს. პროექტი 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით – „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ – უზრუნველყოფილი შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობას ეხება. პროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) როლის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის/SME-ების შესახებ წარმოებულ კამპანიებში;მათი უნარების გაძლიერება ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომისთვის მოსამზადებლად საჭირო დახმარების გასაწევად.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის“ (EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის“ მიერ.
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელნი არიან პროექტის პარტნიორები და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

, , , , , , ,