18/10/2024 GIP

NEET ახალგაზრდები: თაობა განათლების, დასაქმების, გადამზადების მიღმა

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2024-10-18 13:19:51

ავტორი

ნინი შაქარაშვილი

ტერმინი: “NEET (Not in Education, Employment, or Training) ახალგაზრდები“ აერთიანებს 15-29 წლის პირებს, რომლებიც არ სწავლობენ, არ მუშაობენ და არ გადიან რაიმე ტიპის გადამზადებას. წლების განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდობის ერთი მესამედი   სწორედ ამ სეგმენტში ექცევა. 2023 წელს საქართველოში NEET ახალგაზრდების პროცენტულმა მაჩვენებელმა 26.% შეადგინა, რაც 174.1 ათასი ახალგაზრდის სოციო-ეკონომიკური პროცესების მიღმა დატოვებას გულისხმობს.

წინამდებარე ნარკვევის მიზანია გაანალიზოს პრობლემის წარმოშობის საფუძვლები, მისი ეკონომიკური შედეგები და ევროპული საუკეთესო პრაქტიკების მიმოხილვით გამოკვეთოს შესაძლო გამოსავლები.

ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოში NEET ახალგაზრდების რაოდენობის შემცირება მოითხოვს მრავალსექტორულ მიდგომას, არაფორმალური განათლების, ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობის გააზრებას, ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჩამოყალიბებასა და სეგმენტის სისტემურ კვლევას, რაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვერბალურად გვხვდება სექტორულ მიზნებს შორის. ნაშრომში გამოყენებულია ხარისხობრივი კვლევის მეთოდოლოგია, კერძოდ, ექსპერტული ინტერვიუები და მეორადი წყაროების ანალიზი.

საკვანძო სიტყვები: NEET ახალგაზრდები, ახალგაზრდული პოლიტიკა, განათლება, ახალგაზრდების დასაქმება, მოწყვლადი ჯგუფები.

პოლიტიკის ნარკვევი #68 | ოქტომბერი 2024

წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP). მოცემული პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობას და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, და GIP-ის შეხედულებებს.
© Cover photo: Bluemarble
, , , ,