21/10/2020 magda

რეიტინგების ომი: შეუძლია თუ არა მას კვლევების მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევა

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
21-10-2020
ექსპერტთა კომენტარი #13 | ოქტომბერი 2020

დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც პოლიტიკოსებს, პარტიებს, კანონმდებლებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარმოდგენას უქმნის საზოგადოების  პრიორიტეტებისა და განწყობების შესახებ. ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, არაერთი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგი მიეწოდება.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გარდა, რომლებიც დიდი ხანია, ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ აქტორებს ამ სახის ინფორმაციას აწვდიან, ბოლო დროს, რამდენიმე ტელეარხმა და პოლიტიკურმა პარტიამაც გადაწყვიტა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაეტარებინა და მისი შედეგები გაესაჯაროებინა.

სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს შორის არსებული განსხვავებები საზოგადოებაში გარკვეულ დაბნეულობას იწვევს. პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, არსებითად განსხვავებულია. როგორც ჩანს, ეს (იდეალურ შემთხვევაში) ობიექტური სოციოლოგიური ინსტრუმენტი სხვადასხვა აქტორის მიერ პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენება. საზოგადოების დიდი ნაწილი ისედაც ნაკლებად ენდობა საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებს. ამის ფონზე, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გაისმის მმართველი ძალისა და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განცხადებები, რომელსაც ეჭვი შეაქვს ჩატარებული გამოკითხვების მეთოდოლოგიაში. ამასთანავე, ზოგიერთი პოლიტიკოსი კვლევითი ორგანიზაციების პოლიტიკურ მიუკერძოებლობსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შედეგად, შესაძლოა, მივიღოთ ქართული საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მეტი უნდობლობა საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიმართ.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) თხოვნით, ქართველმა, გერმანელმა და ამერიკელმა ექსპერტებმა შემდეგ შეკითხვებს უპასუხეს:

  • საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პოლიტიზირების არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, რა აზრი შეიძლება, გამოიტანოს ქართველმა ამომრჩეველმა ბოლოდროინდელი გამოკითხვებიდან?
  • რამდენად შესაძლებელია, პოლიტიკოსების მხრიდან კვლევითი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებმა საფრთხე შეუქმნას, ზოგადად, არაპარტიული გამოკითხვების როლს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში?
  • როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? რამდენად შეძლებს პროფესიული ასოციაციის ან უნივერსიტეტების ჩართვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პროცესში პრობლემის მოგვარებას?
, , , , , ,