Author

01/05/2023 შოთა კაკაბაძე

ქალი ამომრჩეველი ქართული პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
01-05-2023

როგორც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა არჩევნებმა და მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა ცხადყო, პოლიტიკური პოლარიზაცია და ერთთპარტიული მმართველობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის შემაფერხებელ გამოწვევად რჩება. შექმნილი სტატუს-კვოს გარღვევაში და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაში გადამწყვეტი როლი ენიჭება პოლიტიკური სპექტრის გამრავალფეროვნებას და მდგრადი მულტიპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც პოლიტიკური პარტიები შეასრულებენ ქართველი ამომრჩევლების დაკვეთას.  ამ მიმართულებით კი, თავის მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთი საარჩევნო კამპანიის წარმოებას, რომელიც ამომრჩევლთა კონკრეტულ სეგმენტებზე და მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული.

ეს პოლიტიკის ნარკვევი იკვლევს, თუ რამდენად აისახება საქართველოში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში ამომრჩეველთა სხვადასხვა სეგმენტის ინტერესები და საჭიროებები და რამდენად ახერხებენ ქართული პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველთა ინტერესების დაკმაყოფილებას. უფრო კონკრეტულად, თუ რამდენად ახერხებენ ეს პოლიტიკური სუბიექტები ქალი ამომრჩევლის, რომელიც ელექტორატის ნახევარზე მეტს შეადგენს, მოთხოვნების ასახვას საკუთარ დღის წესრიგში. დასკვნის სახით ამ პოლიტიკის ნარკვევში  შესაბამისი აქტორებისთვის შეთავაზებულია რეკომენდაციები, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და ხელი შეეწყოს საქართველოში ინკლუზიური დემოკრატიის გაძლიერებას.

საკვანძო სიტყვები: ქალი ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტიები, წინასაარჩევნო კამპანია, ინკლუზიური დემოკრატია

პოლიტიკის ნარკვევი #48 | მაისი 2023

 

Photo Credit: Charlotte Mecklenburg Library
, , , , , , , ,