Authors

  • კორნელი კაკაჩია

    პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. იგი ამავე დროს არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. პროფესორი კაკაჩია სხდასხვა დროს იყო მიწვეული მკვლევარი ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, ჰარვარდის უნივერსიტეტი,(2009-10) ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის,(2000) ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში.(2011) მას მოპოვებული აქვს პოლიტიკის დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. იგი ასევე არის საერთაშორისო კვლევების ასოციაციისა (ISA) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევრაზიის კვლევებიის პროგრამის (PONARS  ევრაზია) წევრი. კორნელი კაკაჩია არის თანაავტორი წიგნისა „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა სახელმწიფოსთვის“ (ლონდონი, ნიუ იორკი: I.B. Tauris, 2021). როგორც ექსპერტი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პროფ. კაკაჩია ხშირად აკეთებს კომენტარს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პრესისთვის.

  • ნინო სამხარაძე
22/11/2022 კორნელი კაკაჩია

როქი მარჯვნივ: “ხალხის ძალა”, როგორც ქართული პოლიტიკის ახალი ანტიდასავლური საყრდენი

გაეცანით ნაშრომს

Authors

  • კორნელი კაკაჩია

    პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. იგი ამავე დროს არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. პროფესორი კაკაჩია სხდასხვა დროს იყო მიწვეული მკვლევარი ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, ჰარვარდის უნივერსიტეტი,(2009-10) ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის,(2000) ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში.(2011) მას მოპოვებული აქვს პოლიტიკის დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. იგი ასევე არის საერთაშორისო კვლევების ასოციაციისა (ISA) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევრაზიის კვლევებიის პროგრამის (PONARS  ევრაზია) წევრი. კორნელი კაკაჩია არის თანაავტორი წიგნისა „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა სახელმწიფოსთვის“ (ლონდონი, ნიუ იორკი: I.B. Tauris, 2021). როგორც ექსპერტი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პროფ. კაკაჩია ხშირად აკეთებს კომენტარს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პრესისთვის.

  • ნინო სამხარაძე

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
22-11-2022

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველო მორიგი გამოწვევების  წინაშე დგას. ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება წინააღმდეგობრივი შიდა და საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და დასავლელი პარტნიორების მიმართ კრიტიკული გზავნილებით ევროპულ ორიენტირებს ეჭვქვეშ აყენებს. ამ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს მმართველ ძალასთან აფილირებული „ხალხის ძალად“ წოდებული ახალი მოთამაშე, რომელიც, ძირითადად, დაკომპლექტდა როგორც მმართველი პარტიის ყოფილი წევრებისგან, ასევე, იმ ექსპერტებისგან და ჟურნალისტებისგან, რომლებიც პარტიის მიმართ  განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩევიან. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლისთანავე მოძრაობა გამოირჩევა გამოკვეთილად პოპულისტური და კონსპირაციული გზავნილებით, რომლებიც ანტიდასავლურ პათოსს ატარებენ და, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ აყენებენ ქვეყნის მიერ არჩეულ პროდასავლურ საგარეოპოლიტიკურ კურსს.

იმის გათვალისწინებით, რომ „ხალხის ძალა“ მმართველი პარტიის გამორჩეულ კეთილგანწყობას იმსახურებს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი პოლიტიკური წარმონაქმნის ჩამოყალიბება არის ქართული ოცნების ერთგვარი წინასაარჩევნო სტრატეგიის  ნაწილი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალი ტიპის სატელიტური პარტიის შექმნას შემდგომში მასთან მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით. ქართულ ოცნებაში, სავარაუდოდ, აანალიზებენ, რომ 2024 წლისთვის მეოთხედ ძალაუფლების შენარჩუნება გაძნელდება. ამ რისკების პირისპირ მდგარი პარტიისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი სატელიტური მოთამაშის არსებობა, რომელიც დაკარგული მხარდაჭერის დასაბალანსებლად მოიზიდავს ამომრჩევლების კონსერვატიულ ნაწილს ანტიდასავლური იდეების გაჟღერების გზით. ამავდროულად, ევროინტეგრაციული მარცხით გამოწვეულ იმედგაცრუებას ამომრჩევლის ნაწილში გადაფარავს ისრების დასავლეთისკენ მიმართვით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს, რა მიზნები აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილ ახალ მოძრაობას შიდაპოლიტიკურ პროცესებში, რა ხედვა აქვს მას საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ და რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამგვარი პოლიტიკური ძალის არსებობას დემოკრატიულ პროცესზე.

პოლიტიკის მემორანდუმი #63 | ნოემბერი 2022

Cover photo credit: wallpaperflare
, , , , , , , , ,

კორნელი კაკაჩია