17/04/2019 magda

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რუსეთ-საქართველოს შეთანხმება და მისი გავლენა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
17-04-2019

2011 წელს რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმებას. შეთანხმებამ რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ გზა გაუხსნა.

შეთანხმების მიხედვით, საქართველომ და რუსეთმა, 2017 და 2018 წლებში, ხელი მოაწერეს კონტრაქტებს ნეიტრალურ კერძო კომპანია Société Générale de Surveillance SA- SGS-თან. ხელმოწერილმა კონტრაქტებმა შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის შექმნა საფუძველი.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, ექსპერტებმა  გაერთიანებული სამეფოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან მიმოიხილეს შეთანხმების განხორციელების გავლენა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ფართო რეგიონზე. უფრო კონკრეტულად კი, ექსპერტებმა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

  • რა გავლენა აქვს [შეთანხმების იმპლემენტაციას] საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე?
  • რა გავლენა ექნება შეთანხმების განხორციელებას ფართო რეგიონზე?
  • რა არის შეთანხმების იმპლემენტაციის ხელისშემშლელი ფაქტორები?
  • შეთანხმების განხორციელების შემთხვევაში, რა სარგებელს ნახავენ დაინტერესებული მხარეები?
, , , , , , ,