26/07/2024 GIP

საჯარო სამსახურის სისტემის ჩაკეტვა – პერსპექტივები და რისკები

გაეცანით ნაშრომს

Author

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
26-07-2024

ავტორი

თეონა მჭედლიძე

2025 წლიდან სრულდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გარდამავალი პერიოდი და ძალაში შედის დებულებები, რომელთა თანახმადაც საჯარო სამსახურის სისტემა იკეტება მაღალ რანგებზე კადრების სისტემის გარედან დასანიშნად. ეს გულისხმობს, რომ მიღება ღია იქნება მხოლოდ ყველაზე დაბალ – მეოთხე რანგზე, ხოლო უფრო მაღალ რანგებზე დაწინაურება მოხდება მხოლოდ საჯარო სამსახურის შიგნით. წინამდებარე ნარკვევი აფასებს საჯარო სამსახურში მიღების თვალსაზრისით არსებული სისტემის, ასევე მერიტოკრატიულ პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის ეფექტურობას. მეორე მხრივ, ნარკვევი განიხილავს პოლიტიკური ზეგავლენის საკითხს და აფასებს დღეისათვის არსებული საჯარო სამსახურის კონტიგენტის მზაობას სისტემის ჩაკეტვისათვის. აღწერს, თუ რამდენად შეძლებს საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებული 16,000-მდე ადამიანის კვალიფიკაცია, გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ და მუდმივად მზარდ ამოცანებსა და გამოწვევებს. პოლიტიკის ნარკვევი განიხილავს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის როლს ამ პროცესში. საჯარო სამსახურში მოხელეთა მიღების სისტემის პოტენციური ჩაკეტვის  საკითხის გაანალიზებისთვის, ნაშრომი ეყრდნობა საჯარო სამსახურის რეფორმის გარშემო არსებულ ლიტერატურას და საჯარო სამსახურის ბიუროს, ამ თემებზე მომუშავე აკადემიის და საჯარო უწყების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ჩატარებული ინტერვიუების მეშვეობით მოპოვებულ ინფორმაციას. პოლიტიკის ნარკვევი საჯარო სამსახურის სისტემის ეფექტურობის შეფასების საფუძველზე, იკვლევს, თუ რამდენად არის მზად აღნიშნული სისტემა ჩაკეტვისთვის და რა რისკები შეიძლება ახლდეს ჩაკეტილ სისტემას, სადაც ახალი კადრების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველაზე დაბალ პოზიციებზე.

საკვანძო სიტყვები: საჯარო სამსახური; საჯარო სამსახურის რეფორმა; საჯარო სამსახურის ბიურო; ადამიანური რესურსები საჯარო სამსახურში

პოლიტიკის ნარკვევი #63 | ივლისი 2024

წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP). მოცემული პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობას და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, და GIP-ის შეხედულებებს.
© Cover photo: reginfo.ge
, , , ,