07/09/2023 GIP

საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი თავსებადობა ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP)

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
07-09-2023

საქართველოს ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკის სტრატეგია ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებთან და დასავლეთთან დაახლოების მიზანთან შესამჩნევ წინააღმდეგობაში მოდის. ქართული ოცნების მთავრობის მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებებისა ზრდის საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე, რამაც, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ევროპეიზაციის ამოცანას. ამასთან, საქართველოსა და ჩინეთს შორის ახლახან გაფორმებულმა შეთანხმებამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოს საგარეო ვექტორის შესახებ არაერთი კითხვა გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და ჩინეთთან მიმართებით საქართველოს მთავრობის საკამათო გადაწყვეტილებები პრაგმატულობით აიხსნა, ეს, შესაძლოა, ქვეყანაში ავტორიტარული ტენდენციების გაღრმავებაზე მიანიშნებდეს.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ეფუძნება ასოცირების ხელშეკრულებას/ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობაზე ხაზგასმით, რაც ერთ-ერთი ის ძირითადი დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესს განსაზღვრავს. მაშინ, როდესაც ევროკავშირმა ინტეგრაციის პროცესი ასოცირებულ ტრიოსთან მიმართებით შარშან დააჩქარა, თბილისის ნელთბილმა დამოკიდებულებამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პერიოდში და ქვეყნის საკამათო საგარეო პოლიტიკურმა კურსმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის ერთიან უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკასთან. ევროკავშირის საბჭოს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავსებადობა წინა წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა (48%-დან 31%-მდე).

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) თხოვნით, სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებმა შემდეგ კითხვებზე გაგვცეს პასუხი:

  1. რა რისკები ახლავს თან ევროინტეგრაციის პროცესში რუსეთსა და ჩინეთთან კავშირების გაძლიერებას?
  2. რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან და, ზოგადად, ევროკავშირის პოლიტიკასთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად?

ექსპერტთა კომენტარი #24 | სექტემბერი 2023

პუბლიკაცია მომზადდა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.
, , , , , ,