31/07/2023 GIP

საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში არსებული გამოწვევები: სტრატეგიული მოკავშირეები ანტაგონიზმის სპირალში

VIEW DOCUMENT

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
31-07-2023

ავტორი

ვოლოდიმირ პოსვიატენკო

ურთიერთობები ორ ქვეყანას  – საქართველოსა და უკრაინას, შორის, რომლებიც დიდი ხანია ერთმანეთს ახლო სტრატეგიულ პარტნიორებად განიხილავენ, ყველაზე დაბალ ისტორიულ ნიშნულზეა. ყველაზე პრობლემური პერიოდი ამ ორი შავიზღვისპირა სახელმწიფოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დაიწყო, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის წარმოქმნილმა უამრავმა უთანხმოებამ იდეოლოგიური, ღირებულებითი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ორიენტაციაში განსხვავებები და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობა გამოავლინა. შედეგად, ისედაც დაძაბული ურთიერთობები, სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ სულ უფრო უარესდება. საქართველოს ხელისუფლება, მისი კონფრონტაციული რიტორიკითა და უკრაინის დადანაშაულებით, ამ ტრადიციულ მეგობრულ კავშირებს აზიანებს. თავის მხრივ, უკრაინა, რომელიც უფრო მკაფიო სოლიდარობის მოელოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მის ქმედებებზე მკაცრად რეაგირებს.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში კრიზისის დასაძლევად გზა არის საპოვნელი. ორივე სახელმწიფოს მთავრობებმა მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგან ამ სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად და მწვავე განსხვავებების გადასალახად. საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა გამოხატოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ და თავი შეიკავოს კონფრონტაციული რიტორიკისგან, რადგან უკრაინა საქართველოსგან ურთიერთგაგებაზე დამყარებულ ურთიერთობას მოელის. არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და უკრაინელი და ქართველი ხალხის მჭიდრო ურთიერთობა.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, უკრაინა, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ევროკავშირი, ასოცირებული ტრიო, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.

პოლიტიკის მემორანდუმი #52 | აგვისტო 2023

 

პუბლიკაცია მომზადდა „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.
© Photo Credit: Ukrainian Foreign Ministry Press Office
, , , , , ,