04/05/2017 magda

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც სამოქალაქო აქტორი: გამოწვევები და შესაძლებლობები

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2017-05-04 08:01:50

რელიგიურ ორგანიზაციას, როგორც სამოქალაქო აქტორს, მისი სოციალური კაპიტალიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია სოციალური და პოლიტიკური რეფორმის პროცესში, რისი მაგალითებიცაა აფრიკული ეკლესია სამხრეთ აფრიკაში და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები ლათინურ ამერიკაში. ეკლესიის, როგორც სამოქალაქო აქტორის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში მყოფ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო სექტორი ჯერ კიდევ არაორგანიზებული და სუსტია. მისგან განსხვავებით, ეკლესიას საზოგადოებაში ბევრად მაღალი ავტორიტეტი, ორგანიზების უნარი და ავტონომია გააჩნია. სწორედ ეს ახასიათებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც არამხოლოდ ფლობს რიგ უპირატესობებს სხვა სამოქალაქო აქტორებთან შედარებით, არამედ აქტიურადაც მონაწილეობს საზოგადოებასა და სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებში. პოლიტიკის დოკუმენტი განიხილავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც სამოქალაქო აქტორის საქმიანობას, მის გამოწვევებსა და პოტენციალს მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესში, მის როლს პლურალურ სამოქალაქო კონტექსტში და ურთიერთობას ამ სექტორის სხვა წარმომადგენლებთან.

, , , , , ,