20/05/2025 magda

დემოკრატიის დაცვის დაბრკოლებები საქართველოში

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2025-05-20 10:54:13

2024 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხმა, ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა (Nord, et al 2025). შედეგად, საქართველო „საარჩევნო ავტოკრატიების“ რიცხვს შეუერთდა მსოფლიოში. პარადოქსულია, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული ჩამოშლა მოხდა ევროკავშირის წევრობის ოფიციალურ კანდიდატად დასახელების პირველივე წელს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში გაფართოების დაბრუნების ფონზე, საქართველოს მაგალითი რეგიონში ევროკავშირის როლს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამავე დროს, საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან მაგალითს იმისა, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ევროპის უმოქმედობასა და პასიურობას ავტოკრატიზაციის წინააღმდეგ ადგილობრივი მებრძოლების მხარდაჭერის მხრივ.

პოლიტიკის მემორანდუმი #85 | მაისი 2025

ავტორი

ელენე ფანჩულიძე

ავტორი

ანა ანდღულაძე

© Photo Photo: Nika Bubashvili
, , , , ,