18/06/2024 GIP

სამხრეთ კავკასია: რეგიონული თანამშრომლობის აღორძინება თუ ავტორიტარული რეგიონალიზმის ხელშეწყობა?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2024-06-18 12:38:36

ბოლო წლების მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა, რომ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი – ვერ ახერხებს იმაზე მეტად დაუახლოვდეს ერთიანი პოლიტიკური რეგიონის რაიმე ფორმით არსებობას, ვიდრე 1990-იანი წლების დასაწყისში. სამივე სახელმწიფოს შორის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება და თანამშრომლობა კვლავ გამონაკლის შემთხვევებში გვხვდება. დღემდე მხოლოდ მცირედი ნიშნები ჩანს იმისა რომ დინამიკა  ნამდვილ რეგიონულ თანამშრომლობაში გადაიზარდოს. პოლიტიკის  დოკუმენტი განიხილავს, აძლევს თუ არა ამჟამინდელი რეგიონული (და გლობალური) დინამიკა სახელმწიფოებს უნიკალურ შესაძლებლობას, განახორციელონ რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ინიციატივები. დიდი ძალების კონკურენციის, მზარდი გლობალური გაურკვევლობის, არასტაბილურობისა და უფრო ფართო რეგიონში ცვალებადი გეოპოლიტიკური კონტექსტის ფონზე, სამ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, მისდიონ საკუთარ ნებას და ვითარება ურთიერთსასარგებლოდ გამოიყენონ და ერთად იმუშაონ სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საერთო მიზნებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს დიდი ძალების კონკურენციის ზეგავლენის შემცირებასა და ყოფილ მოწინააღმდეგეებს შორის ნდობის გაღვივებას.

პუბლიკაცია მომზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით. მოცემული პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას იმგვარად გაგებული, რომ ასახავს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის და ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის შეხედულებებს.

პოლიტიკის დოკუმენტი #44 | ივნისი 2024

ავტორი

ტრეისი ჯერმანი

, , , , , , , , , , ,