გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2016-05-05 22:50:58
2016-05-05 22:50:58
ტეგები:
ანა წურწუმია-ზურაბაშვილი
ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტის Marie Sklodowska-Curie სახელობის სადოქტორო მკვლევარი
2015 წლის ბოლოს, ევროკომისიის მიერ საქართველოში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დადებითმა შეფასებამ, რეალური გახადა უახლოეს მომავალში საქართველოს პასპორტის მქონე პირებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა. მართალია, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო ბარიერების მოხსნის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა საქართველოს სახელმწიფოსკენ შემობრუნების რეალურ მექანიზმად და ნაწილობრივ დემოკრატიზაციის პროცესის
ხელშემწყობ ფაქტორადაც მიიჩნევა.