05/05/2016 magda

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებთა ევროპული არჩევანის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
05-05-2016
ანა წურწუმია-ზურაბაშვილი
ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტის Marie Sklodowska-Curie სახელობის სადოქტორო მკვლევარი

2015 წლის ბოლოს, ევროკომისიის მიერ საქართველოში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დადებითმა შეფასებამ, რეალური გახადა უახლოეს მომავალში საქართველოს პასპორტის მქონე პირებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა. მართალია, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო ბარიერების მოხსნის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა საქართველოს სახელმწიფოსკენ შემობრუნების რეალურ მექანიზმად და ნაწილობრივ დემოკრატიზაციის პროცესის
ხელშემწყობ ფაქტორადაც მიიჩნევა.

, , , , , ,