თარიღი: 22.02.2017
დრო: 12:00 – 14:00
ადგილი: სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია, შეხვედრების ოთახი #5
სამუშაო ენები – ქართული და ინგლისური
22 თებერვალს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანგარიშის – „ქართული ოცნების მმართველობის 100 დღე: რეალობის შეფასება” – პრეზენტაცია.
ანგარიში ასახავს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ 100 დღეში გატარებულ პოლიტიკას. მასში გაანალიზებულია ხელისუფლების პირველი ნაბიჯები სოციალურ-ეკონომიკური, დემოკრატიისა და საგარეო უსაფრთხოების სფეროებში. ანგარიშში ასევე შეფასებულია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა და თუ რამდენად ასრულებს ახალი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა წინასაარჩევნო დაპირებებს.
ანგარიშის ავტორები – კორნელი კაკაჩია, ბიძინა ლებანიძე, ჯოსეფ ლარსენი და მარიამ გრიგალაშვილი – ისაუბრებენ კვლევის მიზნებზე, მეთოდოლოგიებსა და ძირითად მიგნებებზე. პრეზენტაციის დასასრულს, ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებენ ექსპერტები – ჰანს გუტბროდი და ლევან ნატროშვილი.
ანგარიში მომზადებულია ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ +995 599 990 212