06/11/2017 magda

მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია “საქართველოს ევროპული პერსპექტივა – ხედვები რომიდან”

თარიღი: 6 ნოემბერი 2017
დრო: 16:00 – 17:30
ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

6 ნოემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე „საქართველოს ევროპული პერსპექტივა – ხედვები რომიდან“. ღონისძიება ეწყობა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორობით საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან.

მომხსენებლები:

  • მარკო სიდი – ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ევროკავშირის კვლევითი პროგრამა.
  • ანტონიო ბარტოლი – საქართველოში იტალიის ელჩი.
  • აკაკი ზოიძე – იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის წევრი.
  • გრიგოლ გეგელია – ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი (ფლორენცია, იტალია)

მომხსენებლები ისაუბრებენ იტალიის საგარეო პოლიტიკის დისკურსებსა და პრიორიტეტებზე და ასევე იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს ყოველივე საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნებს.

ღონისძიებაზე იგეგმება პოლიტიკის ნარკვევების პრეზენტაცია:

  • „იტალიის საგარეო პოლიტიკა: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და საქართველო“ – მარკო სიდი (ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ევროკავშირის კვლევითი პროგრამა.)
  • „იტალია და აღმოსავლეთ ევროპა: რომი-მოსკოვის ღერძს დაქვემდებარებული დოსიე?“ – ნონა მიხელიძე (აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი, Istituto Affari Internazionali (IAI), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი).