6 ოქტომბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და ნიდერლანდების პოლიტიკური პარტიის (დემოკრატები 66) თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია, მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. სესიის მიზანი იყო, არსებული პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი, განსხვავებული ხედვების შეფასება და ფოკუსირება დემოკრატიულ პროგრესსა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და ნიდერლანდების პოლიტიკური პარტიის (დემოკრატები 66) წარმომადგენლები, მოწვეული ქართველი ექსპერტები და სტუდენტები.
დემოკრატები 66 – ნიდერლანდების ლიბრალური პარტია – საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ესტუმრა. სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორიეტირებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებსა და რუსეთზე, მიზანად ისახავს, შეისწავლოს და გააანალიზოს საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციია და ქვეყნის მოლოდინები ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობებთან მიმართებაში.