სანდრო ხარაზაშვილი

სტაჟირების პერიოდი – ოქტომბერი-დეკემბერი, 2017

სანდრო ხარაზაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზეა და პოლიტიკის მეცნიერებას სწავლობს. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესები ზოგადია და მოიცავს: პოლიტიკური იდეოლოგიებისა და კულტურის ზეგავლენას პოლიტიკაზე, პოლიტიკურ ფილოსოფიასა და ევროპის შედარებით პოლიტიკას.

გასული წლის განმავლობაში ის „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამით გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში სწავლობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლებში ადამიანის უფლებების, ადამიანის ღირსებისა და პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ. ამას გარდა, მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემზე „ჩვენი ექსპრესი“.