სკაილერ ბლეიკი

სკაილერ ბლეიკი ამერიკის და გერმანიის ორმაგი მოქალაქეა. ის არის ბერლინის ჰერტის მმართველობის სკოლის მაგისტრანტი საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროპული მმართველობის სპეციალიზაციით. სკაილერმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო პოლიტიკის მეცნიერებაში, აღმოსავლეთ ევროპის კვლევებში, სწავლობდა, ასევე, რუსულ ენას ნიუ იორკის პეისის უნივერსიტეტში. ის მუშაობდა პოლიტიკის ანალიტიკოსად კიევსა და ვაშინგტონში, ანალიტიკურ ორგანიზაციებში.

სკაილერის კვლევითი ინტერესები მოიცავს ევროპულ მმართველობას, საერთაშორისო სამართალს და ვაჭრობას, ევროპის დიდ სტრატეგიას და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკას. სკაილერი, ასევე, ჩართულია ადმინისტრაციულ საკითხებში.