15 მარტს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კოორდინაციითა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ხელშეწყობით მოეწყო სასწავლო ვიზიტი ნატოს შტაბბინაში, ქალაქ ბრუსელში. ქართველ უსაფრთხოების ექსპერტებს, ჟურნალისტებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ნატოს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა და ნატოს წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია. შეხვედრების ფარგლებში იმსჯელეს ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობაზე, ნატოს მიმდინარე და უკვე განხორციელებულ ინიციატივებზე, მისიბესა და პროექტებზე, ასევე ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოებათან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ერთობლივი მიზნების მისაღწევად.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები დაესწრენენ საინფორმაციო შეხვდრებს და განიხილეს მნიშვნელოვანი თემები. დოქტ. პეტრ ლუნაკმა, საჯარო დიპლომატიის განყოფილების ჩართულობის სექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მონაწილეებს წარუდგინა ნატოს მიმდინარე დღის წესრიგი. შტეფენ ელგერსმა, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელმა ისაუბრა ნატოს პარტნიორობაზე. დანიელ რიჯიომ, სახალხო დიპლომატიის განყოფილების პრესისა და მედიის დეპარტამნეტის პრეს ოფიცერმა, იმსჯელა მედიასთან ურთიერთობისას ნატოს პროაქტიულ მიდგომებზე, ხოლო, ჯუდიტ კეცერმა, ინოვაციების, ჰიბრიდული და კიბერ განყოფილების პოლიტიკის ოფიცერმა, მიმიხილა თუ როგორ უმკლავდება ნატო ჰიბრიდულ საფრთხეებს.
გულწრფელ მადლობას ვუხდით ნატოს საჯარო დიპლომატიის განყოფილებას საქართველოს მხარდაჭერისთვის და ქართველი ექსპერტებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობების შექმნისთვის.