აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში, ევროკავშირის საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებამ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საბოლოოდ ჩამოაყალიბა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის ტრაექტორია. ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილ იმპულსს მოჰყვა ევროკავშირის მიერ, 2022 წლის ივნისში, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება წინადადებით. ამ პოზიტიურ ნაბიჯს მნიშვნელოვანი პირობები მოჰყვა საქართველოსთვის – ცხრა კრიტერიუმი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანებამდე გზის გასაგრძელებლად.
ევროკომისიის პოზიტიურმა რეკომენდაციამ ხელი შეუწყო რიგი პოლიტიკური უთანხმოებების შემსუბუქებას და ქართული საზოგადოებისგანაც დადებითი პასუხის ძალიან დიდი მოლოდინი იყო. ამავდროულად, 2024 იქნება საარჩევნო წელი საქართველოსა და ევროკავშირში, რაც გაართულებდა ნებისმიერი რეფორმის ხელშეწყობას, რომელიც კონსენსუსს მოითხოვს. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების უფრო ფართო კონტექსტი და ევროკავშირის შიდა კოორდინაცია, ასევე დიდ როლს თამაშობს ევროკავშირის საბჭოში და მის ფარგლებს გარეთ.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შედეგების შეფასება: მოლოდინები და შემდეგი ნაბიჯები – ამ სახელწოდებით საინფორმაციო ბრიფინგი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 18 დეკემბერს, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამართა. ბრიფინგი ეძღვნებოდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატურის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ბრიფინგში მონაწილეობა მიიღეს კომპეტენტურმა მომხსენებლებმა, მათ შორის დირკ შუბელმა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, რომელიც შეხვედრას ბრიუსელიდან შეუერთდა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს პერსპექტივიდან იმსჯელეს სფეროს ექსპერტებმა, კახა გოგოლაშვილმა GFSIS-დან და დოქტ. ეკა აკობიამ კავკასიის უნივერსიტეტიდან.
დისკუსიის განმავლობაში დაისვა კრიტიკული კითხვები საქართველოს მიმართ, ევროკავშირის მოლოდინებზე, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, კანდიდატის სტატუსის გავლენას ასოცირებული ტრიოს ფორმატზე და შემდგომი ნაბიჯების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობებზე. დამსწრე აუდიტორიამ განიხილა, ასევე, შემოთავაზებული ცხრა რეკომენდაციის შესრულების პერსპექტივებზეც. დისკუსიას ხელმძღვანელობდნენ GIP-ის დირექტორის მოადგილე, რენატა სკარჯუტე-კერესელიძე და პროფ. კორნელი კაკაჩია. ბრიფინგმა ჰიბრიდულ ფორმატში გააერთიანა ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები და მედია.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში „საქართველოს თავსებადობის გაზრდა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით.
ფოტო გალერეა👇