10/07/2018 magda

DCFTA-ის საინფორმაციო კამპანიის შესახებ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია

2018 წლის 6 ივლისს, პროექტის – „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“- დირექტორთა საბჭომ საქართველოს მასშტაბით რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადებიდან  53 პროექტი შეარჩია.

საგრანტო კონკურსი, საზოგადოებაში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ ინფორმირებულობის, ცნობიერების ამაღლებისა და მისი იმპლემენტაციის მხარდაჭერის მისაღწევად, რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის ზრდასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. შერჩეულ პროექტებს შორის 24 საქართველოს მოსახლეობაში DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება, ხოლო 29 პროექტი, მეორე სამიზნე ჯგუფის  – რეგიონული მცირე და საშუალო მეწარმეებსა და საჯარო მოხელეებს შორის DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა.რ.-ში გამოცხადდება საგრანტო კონკურსის მე-2 ფაზა. საერთო ჯამში, 1,000 ევრომდე ბიუჯეტის 60 გრანტი გაიცემა, რომელიც თანაბრად გადანაწილდება საპროექტო განაცხადების დასაფინანსებლად პირველ და მეორე თემატიკასა და გეოგრაფიულ არეალზე, საქართველოს ცხრავე რეგიონსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის“ (EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი” (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).

, , ,