თინათინ ვახანია
სტაჟირების პერიოდი – მაისი-დეკემბერი, 2016
თინათინ ვახანია სწავლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე: „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“. მას აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი მინიჭებული ამავე უნივერსიტეტიდან. მაგისტრატურის დროს თინათინი გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ტარტუს უნივერსიტეტის ევროპულ კოლეჯში ერთი სემესტრით.
თინათინი ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლაში (ISIE) გახლდათ ვიცე პრეზიდენტი პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე, იგი იკავებდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში. ამას გარდა, თინათინი სტაჟირებას გადიოდა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე ამერიკის საელჩოში საქართველოში. იგი იყო პროფესორის ასისტენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად, თინათინი ანალიტიკურ სტატიებს წერს პროექრ ფაქტმეტრის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).
თინათინი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) გუნდს შეუერთდა 2016 წლის მაისიდან.