17/07/2023 GIP

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი – ,,კავკასიის უნივერსიტეტთან”

14 ივლისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით და კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, ,,კავკასიის უნივერსიტეტსა” და  „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტიდან ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რენატა-სკარჯუტე კერესელიძე და პოლიტიკის ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე.

მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელი შეუწყოს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებას მათთვის სტაჟირების, პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით ან დასაქმებით.

, ,