საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა 24 მაისს მოაწყო ვირტუალური საჯარო დისკუსია სახელწოდებით „გლობალური ომის პარტია და სხვა შეთქმულებები საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში.“
უცხოური აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიცირებით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ავრცელებენ ნარატივს, რომელსაც ახასიათებს უნდობლობა, პოლარიზაცია და რომლის მეშვეობითაც ისინი ცდილობენ საკუთარი ბრალეულობების სხვისთვის გადაბრალებას. მათი ძირითადი სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ოპონენტებია. დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ასპექტი არის შეთქმულების თეორიების დიდი რაოდენობით არსებობა საქართველოს ხელისუფლების საჯარო დისკურსში. ბიძინა ივანიშვილისა და “ქათული ოცნების” ლიდერების მხრიდან განცხადებებში აქტიურად გამოიყენება ტერმინი “გლობალური ომის პარტია,” რომელიც მათი თქმით, პასუხისმგებელია კონფლიქტების შექმნაზე, ქვეყნების მოსკოვთან ომში ჩათრევასა და ქვეყნის შიგნით არსებულ მთელ რიგ პრობლემებზე, როგორებიცაა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2022 წელს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პირველი წარუმატებლობა.
ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში დამკვიდრდა და იგი ქართული საზოგადოებისთვის არაერთ სენსიტიურ საკითხს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მნიშვნელობა გაურკვეველია, ტერმინი „გლობალური ომის პარტია“, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატმა „თავისუფალ მასონებს“ დაუკავშირა, სულ უფრო ხშირად გამოიყენება ქართული ოცნებისა და მისი მოკავშირეების მიერ. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი პოპულისტური და კონსპირაციული რიტორიკის მეშვეობით მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
დისკუსიაზე მოწვეულმა მომხსენებლებმა განიხილეს, კონსპირაციული ნარატივების გაძლიერება საქართველოში, მისი წარმოშობა და გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ დისკურსზე. ასევე იმსჯელეს კავშირებზე გლობალურ კონსპირაციულ ტენდენციებთან და გააანალიზეს საქართველოს პოპულიზმის ინტერნაციონალიზაციის საკითხი.
შეხვედრის ფარგლებში პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებს:
- რას ნიშნავს „გლობალური ომის პარტია“ არალიბერალური პოპულისტური დისკურსის ამჟამინდელ კონტექსტში? რას მიუთითებს შეთქმულების თეორიების მზარდი გამოყენება პარტია „ქართულ ოცნებაზე“?
- შეუძლიათ თუ არა ევროკავშირსა და აშშ-ს გააკრიტიკოს ანტიდასავლური პროპაგანდის ახალი ტალღა და როგორ შეიძლება ეს გაჟღერდეს ევროკავშირის სამეზობლოში?
- როგორ გავლენას ახდენს რუსეთის ომი უკრაინაში შეთქმულების თეორიებზე?
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. კორნელი კაკაჩია. ღონისძიებაზე თავიანთი შეხედულებები გაგვიზიარეს ექსპერტებმა: დოქტ. ანტონ შეხოვცოვი, დემოკრატიული ინტერგარციის ცენტის დირექტორი; დოქტ. ლინკოლნ მიჩელი, პოლიტიკის მკვლევარი, კოლუმნიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო ურთიერთობების სკოლა; დოქტ. ბაკურ კვაშილავა, GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი.