20/09/2023 GIP

WECHANGE-ის ყოველწლიური კონფერენცია სახელწოდებით „დიალოგი მომავლისთვის 2022″

17-20 ოქტომბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს WECHANGE-ის ყოველწლიურ კონფერენციაში სახელწოდებით „დიალოგი მომავლისთვის 2023“ თემაზე: „მდგრადი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და დემოკრატიის დაცვა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში“. #DFF2023 გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ქალაქ ბერლინში გაიმართა. 

18 სექტემბერს, #DFF2023-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, სალომე კანდელაკი, მიწვეული მომხსენებლის სტატუსით სიტყვით გამოვიდა სადისკუსიო პანელზე “დემოკრატიული, გამძლე, თანაბარი და ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობა.“

19 სექტემბერს კი, ახალგაზრდა მკვლევარებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, თემატურის დისკუსიის ფარგლებში, ერთობლივად იმსჯელეს თემაზე „გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში“. ახალგაზრდა მკვლევარები საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან ერთად განხორციელებული პროექტის, „გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში“ მონაწილეები არიან. WECHANGE კონფერენციაზე გამართულ პანელურ დისკუსიას უხელმძღვანელა პროფ. Კორნელი კაკაჩიამ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა. 

წელს ევროკავშირიდან და მისი აღმოსავლელი მეზობლებიდან, კონფერენციის 150-ზე მეტი მონაწილე ბერლინში შეიკრიბა, აქტუალურ თემებზე უფრო ჰუმანური, საზოგადოებისთვის სასარგებლო და მდგრადი დიალოგის გასამართად. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საფუძვლიანი პრაქტიკა, შეესწავლათ თანამშრომლობის პოტენციური სფეროები და შეექმნათ ახალი ინიციატივები. პანელური დისკუსიები გაიმართა ოთხ ძირითად თემაზე, რომლებიც აერთიანებენ აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს:

  • დემოკრატია და ადამიანის უფლებები
  • კარგი მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა
  • მდგრადი ენერგეტიკა და ენერგეტიკული უსაფრთხოება
  • უსაფრთხოება და მშვიდობა

WECHANGE კონფერენცია გაიმართა გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაფართოება“ პროგრამის ფარგლებში.

, , , , , , , , , , , , ,