08/02/2021 GIP

ერთი ნაბიჯი წინ – ერთი უკან: სახელმწიფო მედეგობის დილემა კოორდინირებული პოლიტიკის ნაკლებობის ფონზე

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
08-02-2021

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის კომპლექსური მიმოხილვისა და შეფასების ერთგვარ მცდელობას მედეგობის/მდგრადობის (resilience) კონცეფციის ფარგლებში, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მისი აქტუალურობა განპირობებულია არა მხოლოდ ობიექტური გარემოებებით (საგრძნობლად გაუარესებული სამხედრო-პოლიტიკური (უსაფრთხოების) გარემო), არამედ ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან ამ პრინციპის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ქვაკუთხედად აღიარებითაც. შესაბამისად, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მედეგობის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მისი უწყებების სწრაფ და კოორდინირებულ ნაბიჯებზე ისევე, როგორც მედეგობის გაზრდის კონტექსტში საზოგადოების მნიშვნელოვან ჩართულობაზე. ანალიზის შედეგად საკმაოდ ჭირს რომელიმე სფეროს გამოყოფა, სადაც მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. ტიპურ პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკის კოორდინაციის ნაკლებობა და შესაბამისად, შეთანხმებული გრძელვადიანი მიზნების არარსებობა, რაც საგრძნობლად ასუსტებს აუცილებელი რესურსების გამოყოფას და განხორციელების გეგმების შემუშავება-შესრულებას.

, , , , ,