08/08/2022 keta

YouthforAction – საგრანტო პროექტი მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) კურსდამთავრებულებისთვის

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) ინიციატივა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს “მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) კურსდამთავრებულებისთვის.

საგრანტო განაცხადის თემატიკა შეზღუდული არ არის, თუმცა რეკომენდირებულია უკავშირდებოდეს ELS-ის ფარგლებში განხილულ მოდულებს.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა?

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ინიციატივა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის 2019-2022 წლების კურსდამთავრებულებს.  საინიციატივო ჯგუფს/ორგანიზაციას, რომელთა ერთი წევრი მაინც არის ELS-ის კურსდამთავრებული. ჯგუფის წევრების დასაშვები რაოდენობაა 3-5 მონაწილე.

 

 რა ფორმატის უნდა იყოს საგრანტო პროექტები?

პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრებს ევალებათ შეარჩიონ აქტუალური პრობლემა და იფიქრონ ახალგაზრდების მიერ ამ გამოწვევის გადაჭრის გზებზე. Პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი თავისუფალია პროექტისა და აქტივობების ფორმატში.

 

რა არის პროექტის ბიუჯეტი?

პროექტი ბიუჯეტი შეადგენს 1000 დოლარის ექვივალენტს ლარში.

 

პროექტის განხორციელების ვადები

პროექტის განხორციელების ვადებია 2022 წლის ოქტომბერი – დეკემბერი. პროექტის გუნდს ევალება პროექტის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში წარმოადგინოს პროექტის სიტყვიერი და ფინანსური ანგარიში. საგრანტო კონკურსში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა არის 2022 წლის 14 სექტემბერი, 18:00 საათი.

იხილეთ სააპლიკაციო ფორმა

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება 5 სექტემბერს, 16:00 საათზე, სადაც პროექტის გუნდი კონკურსთან დაკავშირებულ კითხვებს გასცემს პასუხს.

შეხვედრის ბმული:

https://us02web.zoom.us/j/89588433739

Meeting ID: 895 8843 3739

გისურვებთ წარმატებებს!

ავტორი

, , ,