20/09/2018 magda

ევროპული ღირებულებებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქართული, გერმანული და ფრანგული პერსპექტივები

20 სექტემბერს, 10:00 საათზე, Polis180-ის (ბერლინი), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (თბილისი) და Argo-ს (პარიზი) ორგანიზებით, გაიმართება გერმანულ-ქართულ-ფრანგული კონფერენცია – ევროპული ღირებულებებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქართული, გერმანული და ფრანგული პერსპექტივები #GEOEUvalues – საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

#GEOEUvalues მიზნად ისახავს, წარმართოს დისკუსია ევროპულ ღირებულებებსა და იმ გზებზე, რომლებიც მათ ქართულ და ევროპულ საზოგადოებაში უკეთ დანერგვას შეუწყობს ხელს. კონფერენციას ქართველი, გერმანელი და ფრანგი ექსპერტები გაუძღვებიან და იმსჯელებენ საქართველოევროკავშირის ურთიერთობების სცენარებსა და სამოქმედო რეკომენდაციებზე 2030 წლისთვის.

კონფერენციას გახსნიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვირეკეთ +995 598 10 15 08 (მარიამ ახალკაცი, კომუნიკაციების კოორდინატორი)