არაოფიციალური მოხსენება განკუთვნილია ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS), ევროკომისიის (DG NEAR), ევროპარლამენტის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებისთვის.
არაოფიციალური ანგარიშის მომზადების პროცესს ფასილიტაცია გაუწია ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტმა (IPRE) პარტნიორ კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ევროკავშირიდან, საქართველოდან, მოლდოვასა და უკრაინიდან. ანგარიში მომზადდა ონლაინ ბრეინსტორმინგის სესიის საფუძველზე, რომელიც გაიმართა 2020 წლის 9 ივლისს და რომლის ფარგლებშიც განხილული იყო „აღმოსავლეთ პარტნიორობა შემდეგი ათწლეულის განმავლობაში: ახალი ამბიციური შედეგებისკენ, ფოკუსი საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე“.