28/07/2023 GIP

Სემინარები ახალგაზრდა მკვლევარებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან

24 მარტს პროექტი ”გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში” სემინარით გაიხსნა, რომელსაც პროექტისთივს შერჩეული მკვლევარები დაესწრნენ.  პროექტი GIP– ის ორგანიზებითა და „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის“ მხარდაჭერით ხორციელდება. ის მიზნად ისახავს ისეთი საკითხის განხილვას, როგორებიცაა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს შეცვლა; ასევე, რეგიონალური მოქმედი პირების, თურქეთის, რუსეთისა და ირანის როლის განსაზღვრა;  პროექტის მიზანია დანერგოს ინფორმირებული პოლიტიკა საქართველოში, სომხეთსა, აზერბაიჯანში, აღნიშნულ რეგიონში ევროკავშირის გავლენის გაძლიერების მოტივით.

პროექტისთვის შეირჩა 6 ახალგაზრდა მკვლევარი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ისინი პროფესიონალი ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატარებენ კვლევას სამხრეთ კავკასიის  სამ ქვეყანაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, ასევე მათ შედეგებზე სამხრეთ კავკასიის აღნიშნულ რეგიონსა და ევროკავშირზე. 

  • სომხეთი: ალიონა იანისი, შუშნან აბრამიანი;
  • აზერბაიჯანი: როვსან მამადლი, შუჯათ აჰმადზადა;
  • საქართველო: ანასტასია მგალობლიშვილი, გიორგი ჯანგიანი.

შედეგად GIP გამოაქვეყნებს ახალგაზრდა მკვლევარების მიერ მომზადებულ პოლიტიკურ პუბლიკაციებს. პროექტით GIP გუნდი ცდილობს გაზარდოს კვლევის ხარისხი და გააქტიუროს დებატები გეოპოლიტიკური ცვლილებების გარშემო, როგორც ექსპერტებში, ისე ახალგაზრდა პროფესიონალებსა და პოლიტიკოსებში

Პირველ სემინარზე ახალგაზრდა მკვლევარები გაეცნენ თავიანთ სამუშაო გეგმებსა და კვლევის სახელმძღვანელო პრინციპებს. Პროექტის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ანალიტიკური წერის, კრიტიკული აზროვნებისა და ნაშრომის წერისას კრიტიკული უკუკავშირის მნიშვნელობაზე. სემინარის მთავარი თემა იყო თუ როგორ უნდა ჩატარდეს პოლიტიკის გარშემო კვლევა. სასწავლო შეხვედრა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა დოქტორმა კორნელი კაკაჩიამ ჩაატარა.

Მეორე სემინარი 26 ივლისს, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. Შეხვედრა მიზნად ისახავდა კვლევის პროცესის ხელშეწყობას, პოლიტიკის ნარკვევების სამუშაო პროექტის წარდგენას, უკუკავშირის მიწოდებას, რეცენზენტების რეკომენდაციების მოსმენასა და მომავალი სამუშაო გეგმის განხილვას.

სემინარები ჩატარდა პროექტის ”გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.

, , , , , , , , , , ,