29/06/2017 magda

„რბილი ძალა რუსულად: პროპაგანდის დაბალანსების პოლიტიკა“ – გამოწვევები და საფრთხეები

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
29-06-2017
ელენე ფანჩულიძე
ივნისი 2017/ გამოცემა #5

მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში რუსეთის ფედერაციის მიერ საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რბილი ძალის და პროპაგანდის გამოყენება სულ უფრო შესამჩნევი ხდება.  სახელმწიფო დონეზე შემუშავებულ და კონტროლირებულ პროპაგანდას კრემლი რეჟიმის მხარდამჭერი ნარატივების შექმნისა და გავრცელებისთვის იყენებს. ისტორიული ფაქტების დამახინჯებით, დეზინფორმაციით, ღირებულებით სისტემაზე მანიპულაციით, მოსკოვი ცდილობს ლეგიტიმაცია შესძინოს საგარეო ქმედებებს და  მოახდინოს მისი გეოპოლიტიკური ინტერესების გამართლება.

რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით აქტიურია იმ სახელმწიფოებში, რომლებიც რუსეთის ტრადიციული გავლენის სფეროში მოიაზრებიან (Spehere of Influence) და აშკარად ახდენენ პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დეკლარირებას. 2008  წლის აგვისტოს ომის  შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებთან ერთად, რუსეთი აქტიურად ეწევა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელ პროპაგანდას.

აშკარაა, რომ საფრთხე რომელიც გამოწვევად იქცა სრულიად მსოფლიოსთვის საქართველოსთვისაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 2017 წელს სახელმწიფო დონეზე მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებში, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020 და  ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის პირველად მოხდა რუსული „რბილი ძალის“ საფრთხის დაფიქსირება. მიუხედავად ამისა, ევროპული არჩევანის რეალიზაციის პროცესში, საქართველოს მთავრობისთვის რუსული რბილი ძალის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი მიზანია გაანალიზოს რუსული „რბილი ძალის“ საგარეო პოლიტიკური ამოცანები, მიმოიხილოს ეროვნულ დონეზე პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და წარმოადგინოს კონკრეტული რეკომენდაციები, საქართველოს მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის გავლენის შემცირებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობათა განვითარებისთვის.

, , , , ,