03/06/2022 GIP

ახალგაზრდების მონაწილეობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში: გამოწვევები და შესაძლებლობები

პოლიტიკის დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის როლი, მნიშვნელობა, გამოწვევები და პერსპექტივები. საკითხი შესწავლილია საქართველოში არსებული რეალობის მოკვლევის, პრობლემების გამოაშკარავების და პერსპექტივების გამოვლენის საშუალებით.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა გამოწვევები, რომელთა წინაშეც ახალგაზრდები ხშირად დგებიან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვისას. ყველაზე შესამჩნევია განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც პირდაპირ აისახება მათ საგარეო პოლიტიკაში ჩართულობის ხარისხზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ახალგაზრდების საგარეო პოლიტიკაში ჩართულობას მუდმივად შეუწყოს ხელი, აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია, რათა მეტად დაანტერესოს ისინი მიმდინარე საგარეო თუ ადგილობრივი მოვლენებითა და ღონისძიებებით; შექმნას და დააფინანსოს პროექტები, რომლებიც გათვლილი იქნება ახალგაზრდების ჩართულობაზე, თუმცა, მანამდე აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის იდენტიფიცირება და მათთან გამკლავება. წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში თავდაპირველად გამოკვლეული და გაანალიზებულია ახალგაზრდების როლი და მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკაში, ასევე, განხილულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგია და სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტები. შემდეგ განხილულია ახალგაზრდების საგარეო პოლიტიკაში ჩართულობის კარგი მაგალითები, გაანალიზებულია ახალგაზრდების საგარეო პოლიტიკაში ჩართულობის ბარიერები და გამოწვევები, ხოლო ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები გამოკვეთილი პრობლემების გამო შესაძლო ზიანის შესამცირებლად.

გაეცანით ნაშრომს 🔗 ახალგაზრდების მონაწილეობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში: გამოწვევები და შესაძლებლობები

“პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – „ახალგაზრდების როლი საგარეო პოლიტიკაში” წევრების მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 
, , , , ,