30/09/2022 GIP

GIP საერთაშორისო ფორუმზე – საქართველო გზაჯვარედიზე: საშინაო დინამიკა და საგარეო გამოწვევები

საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით „საქართველო გზაჯვარედინზე: საშინაო დინამიკა და საგარეო გამოწვევები“ გაიმართა 30 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში,  ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოში. ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის (AFPC) მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ. როგორც მიწვეულმა მომხსენებელმა, პროფ. კაკაჩიამ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.

რუსეთის სამხედრო აგრესია და გახანგრძლივებულ სამხედრო კონფლიქტს უკრაინის წინაღმდეგ, ყარაბახის მეორე ომის შედეგები და ღია კონფლიქტი სამხრეთ კავკასიის ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის – აღნიშნულ მოვლენებს ძალიან დიდი გავლენა აქვს საქართველოზე, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში. ამასთანავე, ქვეყნის შიგნით არსებობს არასტაბილურობის განცდა და მზარდი გაურკვევლობა ევროინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თემაზე საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს.

წყარო: იხილეთ ლინკი
, , , , , , , , , , , , , ,