21/12/2023 GIP

ევროკავშირის გაფართოების ცვალებადი ლანდშაფტი: რას ნიშნავს სლოვაკეთის ახალი მთავრობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
21-12-2023

ავტორები

დათო დოლაბერიძე, მარტინა მასლიკოვა

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ საქართველოსთვის ახალი რეალობა შექმნა, რომელშიც გადამწყვეტი როლი წევრ ქვეყნებთან, მათ შორის სლოვაკეთთან, სტრატეგიული კავშირების გამყარებას ენიჭება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ასახავს ევროკავშირის მიერ ქვეყნის ერთგულების აღიარებას დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართ, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე (Georgia – European Commission 2023). გარდა ამისა, სტატუსის მინიჭება აძლიერებს გაერთიანებაში საქართველოს მომავალი გაწევრების პერსპექტივებს და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში  მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს ქმნის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სლოვაკეთმა წარმატებული ტრანზიცია განიცადა პოსტსოციალისტური ქვეყნიდან ევროკავშირის წევრობამდე და, შესაბამისად, მისთვის უცხო არ არის ევროპული ინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციული ძალა. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის ახალი მთავრობის ფორმირება კრიტიკულ ეტაპს წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მისი პოტენციური გავლენის შესაფასებლად. თუმცა, სლოვაკეთის ევროკავშირთან ურთიერთობა, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით  დაძაბულობითა და უთანხმოებით გამოირჩეოდა (Fox et al. 2023), რაც საქართველოს გაწევრების ადვოკატირების კუთხით მის თანმიმდევრულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სლოვაკეთის ფოკუსმა საშინაო საკითხებსა თუ ეკონომიკურ გამოწვევებზე, შესაძლოა, შეზღუდოს მისი ყურადღება და მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობის კონკრეტული პოლიტიკა და პრიორიტეტები ჯერ კიდევ სრულად არ არის განსაზღვრული, ძალაუფლების ცვლას აქვს როგორც პოტენციური სარგებელი, ასევე გამოწვევები საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის.

პოლიტიკის მემორანდუმი #71 | თებერვალი 2024

 

Photo credit: Georgia Today
, , , , ,