05/04/2022 keta

მასტერკლასი – როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო ნაშრომი?

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტთან (NUPI) ერთად, 2 აპრილს დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის გამართა მასტერკლასი თემაზე “როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო ნაშრომი?”

ერთდღიანი სემინარის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდათ თეორიული ლექციები და პრაქტიკული ტრენინგები. ახალგაზრდა მკვლევარებმა მიიღეს ინფორმაცია აკადემიური ნაშრომის გამოქვეყნების პროცესის სხვადასხვა ეტაპის შესახებ: 

  • როგორ დავწეროთ აკადემიური სტატია;
  • როგორ შევარჩიოთ სწორი ჟურნალი ტექსტისთვის; 
  • რა უნდა გავითვალისწინოთ ჟურნალისთვის ტექსტის გაგზავნისას;
  • როგორ გავუმკლავდეთ რევიუს პროცესს;
  • როგორ გავზარდოთ ნაშრომის კითხვადობა და ციტირების ინდექსი მისი გამოქვეყნების შემდეგ.

მასტერკლასს უძღვებოდნენ ჰელგე ბლაკისრუდი (ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი) და ნინო ქემოკლიძე (ჩიჩესტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი).

მასტერკლასი მესამეა ყველწლიური სერიიდან, რომელიც GEOPATH პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. რამდენიმე კვლევითი წინადადება, შესაძლოა, საერთაშორისო პუბლიკაციის მიზნით დამატებითი მენტორობისათვის შეირჩეს GEOPATH-ში ჩართული მკვლევრების მიერ.

_____________________________________________________________________

ჰელგე ბლაკისრუდი ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) უფროსი მკვლევარია. მას საერთაშორისო აკადემიური ჟურნალებისათვის გამოქვეყნებისა და რევიუს 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ბლაკისრუდი ასევე მუშაობდა სხვადასხვა სარედაქტორო ბორდების წევრად და არის რამდენიმე ჟურნალის რედაქტორი. შესაბამისად, იგი აკადემიური ნაშრომების გამოქვეყნების პროცესს ორივე მხრიდან იცნობს.

ნინო ქემოკლიძე არის საერთაშორისო  ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი ჩიჩესტერის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). ნინო ასევე ასწავლის კატალონიის ღია უნივერსიტეტში (Universitat Oberta de Catalunya) და არის ჟურნალ Caucasus Survey-ის ასოცირებული რედაქტორი.

, ,