პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “გარემოსდაცვითი საკითხები – ნარჩენების მართვა საქართველოში” მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და CRRC საქართველოსთან პარტნიორობით.
სამუშაო თემატური ჯგუფის წევრები: გოგა ჯმუხაძე, ლაშა გვაჯაია, მარიამ ბაინდურაშვილი, ჯემალ ჭკადუა, მონიკა ჩიქობავა, გურანდა გოგიტიძე, გივი შანიძე, ლევან პაპავა, გიორგი ჩიკვილაძე, სალომე ჟვანია, ნათია სახოკია.
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი ეფუძნება გარემოსდაცვითი მიმართულებით მომუშავე ჯგუფის კვლევას, რომლის მიზანიც იყო მყარი ნარჩენების მართვის სპეციფიკის გარკვევა მუნიციპალიტეტების დონეზე, კერძოდ, როგორია ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში; რა ზეგავლენას ახდენს ნარჩენების განთავსება გარემოს დაბინძურებაზე. დოკუმენტში აგრეთვე განხილულია, თუ როგორია ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკა და რა არის საჭირო ნარჩენების აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის; რამდენად მაღალია ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობის ხარისხი; დაბოლოს, მუნიციპალურმა ორგანოებმა და დაწესებულებებმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რამდენად ეფექტური ღონისძიებები გაატარეს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ნარჩენების მართვის საკითხებში.
პოლიტიკის დოკუმენტი შეიცავს: არსებული გამოწვევების განხილვას, შეფასებასა და შესაბამის რეკომენდაციებს, მათ შორის, არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, ადვოკატირებისა და ლობირების საჭიროების შესახებ, რათა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დონორი ორგანიზაციებიდან დამატებითი რესურსები გამოიყოს.
იხილეთ დოკუმენტი: მუნიციპალური ნარჩენების მართვის განვითარების საჭიროებათა ანალიზი