პროექტის მონაწილე ახალგაზრდები წარმოადგენენ საზოგადოების ყველაზე აქტიურ და ცვლილებებზე ორიენტირებულ ნაწილს, რომლებსაც სურთ რეალური ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის საკეთილდღეოდ. პროექტის გუნდის სახელით, წარმატებები გვინდა ვუსურვოთ თითოეულ კურსდამთავრებულს და მადლობა გადავუხადოთ ნდობისა და თანამშრომლობისთვის. GIP-ის გუნდი ყველაზე მეტად სწორედ იმ ძლიერი და მრავალფეროვანი ახალგაზრდული ქსელით ამაყობს, რომელიც პროექტის განმავლობაში ჩამოყალიბდა. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ პროექტის კურსდამთავრებულები აქტიურად გააგრძელებენ ერთმანეთის მხარდაჭერას და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მადლობას უხდის ამერიკელ ხალხსა და USAID/Georgia-ს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის!
ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებსა და კერძო/საჯარო სექტორის წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისთვის.