04/10/2021 keta

რა ფაქტორები ახდენს გავლენას ახალგაზრდების პროფესიულ არჩევანზე?

მაკო ჭკადუა
[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების პროფესიული ზრდა და დასაქმება” წევრების, მაკო ჭკადუას, დათა აქუბარდიასა და თეკლე ჯღარკავას მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

პროფესიის არჩევის მნიშვნელობა და საქართველოს პრაქტიკა

კარიერის განსაზღვრისას პროფესიის არჩევა მნიშვნელოვანი ეტაპია ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან ის გავლენას ახდენს შემდგომ წლებში მათ პროფესიულ ცხოვრებაზე, განსაზღვრავს პროფესიული უნარ-ჩვევების ფორმირებისა და პროფესიულ სფეროში განვითარების შესაძლებლობებს. შეიძლება ითქვას, რომ ამით განისაზღვრება შემდგომი ცხოვრების დიდი  ნაწილი. დღესდღეობით პროფესიის არჩევისას ბევრი ახალგაზრდა უპირატესობას ანიჭებს იმ დარგს, რომელიც პოპულარული და  მაღალანაზღაურებადია. ხშირად ასე არჩეული პროფესია “პროფესიად” რჩება და სხვა მიმართულებით ცდილობენ ახალგაზრდები  საქმიანობის დაწყებას. სამწუხაროდ, საქართველოს რეალობაში ახალგაზრდების მიერ პროფესიული არჩევანი უმეტესად კეთდებინტუიციის, პროფესიის პოპულარობის ან ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების ზეგავლენის შედეგად. როდესაც პროფესიას ირჩევენ მეგობრების, მშობლების ან თუნდაც მათთვის საინტერესო ადამიანების გავლენით და ან გამოცდილებით, ამ დროს მათი სურვილები,უნარ-ჩვევები, შესაძლებლობები და ინტერესები მეორეხარისხოვანი ხდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების პროფესიულად სწორი ან არასწორი არჩევანი გავლენას ახდენს დამსაქმებელზეც, რადგან ის ვერ ახერხებს დასაქმებულის პოტენციალის რეალიზების გამოვლენას და შესაბამისად, არასწორი პროფესიული არჩევანი იწვევს ჯაჭვურ რეაქციას: დასაქმებულის უკმაყოფილებაუარყოფითად მოქმედებს შრომით მოტივაციაზე და  თავის მხრივ იწვევს შრომის დაბალ პროდუქტიულობას.

საქართველოში ამ და სხვა პროფესიული თვითგამორკვევის პრობლემების მოგვარება თანდათანობით მნიშვნელოვან ამოცანად იქცა და პროფორიენტაციის აქტუალურობა აშკარა ხდება. მნიშვნელოვანია თანამედროვე პირობებში საგანმანათლებლო სისტემებში მოხდეს შესწავლა დომინანტური ფაქტორების, რომლებიც გავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიღებაზე პროფესიის არჩევისას, რადგან ეს შეიძლება გახდეს პროფორიენტაციის სისტემების ეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებათა საფუძველი.

რას ფიქრობენ ახალგაზრდები ?

იმისათვის, რომ დავადგინოთ პროფორიენტაციის მიმართულებით თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, სპეციალურად ბლოგისთვის, რეგიონების მიხედვით ჩატარდა კვლევა, რის ფარგლებშიც 15 დან 30 წლამდე 100 ახალგაზრდა გამოიკითხა. კვლევის მიზანი იყო მოგვეხდინა იმ გარემო ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდების მიერ პროფესის არჩევას. გარდა ამისა, შევეცადეთ დაგვედგინა თუ რა გავლენას ახდენენ ეს  გარემო- ფაქტორები მათ პროფესიულ საქმიანობაზე და რისიგაუმჯობესებაა აუცილებელი იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით შეძლონ პროფესიულად განვითარება. სწორედ პროფესიის არჩევისას დაშვებული შეცდომები, გარემო ფაქტორების ზემოქმედება   ბლოგში დეტალურადაა გაანალიზებულიდა აღწერილი.

ზემოთ აღნიშნულ პრობლემურ საკითხზე ჩატარდა კვლევა.აგრეთვეკვლევაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 15დან 30 წლამდე ახალგაზრდებმა.  გამოკითხულთა 50% არისუმაღლესიგანათლების მქონე პირი, 16.7%-ს აქვს  პროფესიული განთლება, 16.7% არისდასაქმებული/თვიდასაქმებული, 10% აბიტურიენტი, გამოკითხულთა დარჩენილ16.7%  წარმოადგენდნენ სხვა (სკოლისმოსწავლე, საშუალო განათლებით, დროებით უმუშევარი.

დიაგრამა 1. გამოკითხვაში მონაწილეთა სტატუსი

წყარო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.ახალგაზრდების პროფესიული ზრდა და დასაქმება.
ი.ხ.https://docs.google.com/forms/d/1bz0I9cnsIG1v38Mol5VpQjMM0f6vg8bZhNngDwIRC7o/edit?fbclid=IwAR3tfLNiBX8-5_NbfD0QAhQCBjwXIGWExN_68K5QTj5KEbmRciSt6D-XYqI#responses
შენიშვნა. ხაზოვან დიაგრამაზე მოცემულია გამოკითხვაში მონაწილეთა სტატუსის პროცენტული მაჩვენებლი.

გამოკითხულთა უმრავლესობა (70%) ფიქრობს, რომ პროფესიული ორიენტაცია ახალგაზრდებს უყალიბდებათგარდატეხის ასაკში. თუმცა შეიძლება ითქვას,რომ პროფესიული ორიენტაცია ბავშვობიდანვე ყალიბდება. თითოეული ასაკობრივი საფეხური მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობით ხასიათდება. ყოველ ეტაპზე აღმოცენდება ახალი “ფსიქოლოგიური წარმონაქმნები”, რომლებიც ცვლიან ფსიქოლოგიურ სტრუქტურასა და მოზარდისდამოკიდებულებას საკუთარი თავისა და გარე სამყაროს მიმართ, ყალიბდება განსხვავებული ინტერესები და იდეალები. პროფესიის არჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ასაკისსპეციფიკის სწორად განვითარებას.

პროფესიული თვითგამორკვევის პროცესის  მიმდინარეობა

პროფესიული თვითგამორკვევის პროცესში პირველ ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ ბავშვური თამაშები, როდესაც ბავშვები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლის, თუ მულტფილმის გმირის როლს ირგებენ, მეორე ეტაპია მოზარდის ფანტაზია, როდესაც ოცნებებში საოცნებო პროფესიის მქონე ადამიანის როლს ასრულებენ. თავიდან მოზარდის მოქმედებებისგანსხვავებული ფორმები და სახეები ფასდება მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე, ბოლოს კი ღირებულებების საფუძველზე.გარდამავალ ასაკში ცხოვრებისეული გეგმები განვითარების ეტაპებს გადის.საწყის ეტაპზე მოზარდები გეგმებს საკმაოდ დაუფიქრებლად აწყობენ, ფიქრობენ მხოლოდ შედეგებზე და არა განხორციელების გზებზე, საბოლოო გადაწყვეტილებისეტაპის დადგომის დროს კიბევრი საფრთხე იჩენს თავს, რადგან ამ დროს მოზარდის  ინტერესები და დამოკიდებულებებიარამყარია, ისინი ხშირად ცვლიან არჩევანს.

ერთი შეხედვით, ყველა ადამიანს საკმარისი დრო აქვს, სასურველი პროფესიის ასარჩევად, თუმცა როგორც ახალგაზრდები ამბობენ, ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ დროის სიჭარბე არჩევანის გააზრებულობას და თავისუფლებას არ განაპირობებს.ოჯახი, სკოლა, საგნის მასწავლებელი, კლასი და საერთოდ სასკოლო გარემო მეტ-ნაკლებად გავლენას ახდენენ ბავშვის პროფესიული ინტერესების ფორმირებაზე, შესაბამისად მშობელმა და სკოლამ უნდა შეძლოს ინდივიდუალური თავისებურებების დანახვა, რათა მოსწავლემ არ მიიღოს სარისკო გადაწყვეტილება პროფესიის არჩევისას.თუმცა  ჩატარებული გამოკითხვა ადასტურებს, რომ საქართველოს სკოლებში არასრულფასოვნად და არაეფექტურად ხდება ახალგაზრდებისთვის ისეთი პროფესიული სერვისების მიწოდება, რომლებიც მათ პროფესიის სწორად არჩევაში დაეხმარებათ.

გამოკითხულთა  74,4% თვლის, რომ პროფესიული არჩევანის გაკეთების პროცესში მნიშვნელოვანია პროფესიონალების ჩართულობა (ფსიქოლოგი, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი და ა.შ).

დიაგრამა 1. პროფესიული არჩევანის გაკეთების პროცესში, პროფესიონალების ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით გამოკითხულთა დამოკიდებულება

წყარო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი. ახალგაზრდების პროფესიული ზრდა და დასაქმება. ი.ხ.:https://docs.google.com/forms/d/1bz0I9cnsIG1v38Mol5VpQjMM0f6vg8bZhNngDwIRC7o/edit?fbclid=IwAR3tfLNiBX8-5_NbfD0QAhQCBjwXIGWExN_68K5QTj5KEbmRciSt6D-XYqI#responses
შენიშვნა: გრაფიკზე მოცემულია იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც თვლის, რომ პროფესიული არჩევანის გაკეთების პროცესში მნიშვნელოვანია პროფესიონალების ჩართულობა (ფსიქოლოგი, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი და ა.შ) პროფორიენტაციის აქტუალურობისა და როლისგაზრდის ყველაზე ეფექტური გზა შესაძლოაიყოს შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობის გაზრდა ახალგაზრდების სწავლების პროცესში, საბავშო ბაღიდან  აბიტურიენტობამდე. აღნიშნული სერვისების არასათანადო არსებობა იწვევს ახალგაზრდებში პროფესიის ცვლილების სურვილს, რასაც სტატისტიკა გვიდასტურებს: გამოკითხულთა 37.1% უფიქრია პროფესიის შეცვლაზე და კითხვაზე თუ რამ განაპირობა ამაზე ფიქრი, გამოკითხულთა 80% ასახელებს პროფესისთან შეუთავსებელ უნარ-ჩვევებს.

კარიერის დაგეგმვის ასეთი რეალობა კი ისევ გვაბრუნებს პრობლემის მთავარ წყაროსთან, რომელიც პროფესიის არჩევისას ახალგაზრდებში მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, რადგან ახალგაზრდები ხშირად დაფიქრების გარეშე იღებენ ნაჩქარევ და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება არ იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება. სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი სახელმწოფოს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა და სწორი ურთიერთქმედება პროფორიენტაციის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია მშობლებისადა სხვა დაინტერესებული მხარეების სურვილი ჩაერთონ ბავშვების პროფესიულ ორიენტაციაში, მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში,რაც სამწუხაროდ ასევე სუსტად არის გამოხატული.თავს იჩენს ასევე სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტების მხრიდან მცირე ყურადღება  პროფორიენტაციასა და მის პრობლემებზე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა სპეციალიზებული განათლების ნაკლებობა ამ სფეროში ჩართულ ადამიანებში (ფსიქოლოგები, პედაგოგები, კონსულტანტები და სხვა) და ბოლოს, პროფორიენტაციის მნიშვნელობის არასათანადო შეფასება, რაც გამოიხატება მისთვის გამოყოფილი დროის ნაკლებობით და სუსტი მომზადებით პროფესიონალი კადრების.

ზემოთ აღნიშნული პრობლემების წარმატებული გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა კი უნდა იყოს სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესება.

საინტერესოა ასევე, სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდების პროფესიის არჩევის მოტივები,რაც კვლევამ გვიჩვენა, რომ ახალგაზრდებში განსხვავდება  ფაქტორების მნიშვნელობა პროფესიის არჩევისას, როგორც რეგიონის მიხედვით, ასევე ასაკის შესაბამისად.

სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

დიაგრამა 2: პროფესიულ არჩევანზე მოქმედი გარემო ფაქტორების სტატისტიკური მონაცემები  სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების ახალგაზრდებში

დიაგრამა 3: პროფესიის არჩევაზე მოქმედი ფაქტორები

წყარო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი. ახალგაზრდების პროფესიული ზრდა და დასაქმება. ი.ხ.:
https://docs.google.com/forms/d/1bz0I9cnsIG1v38Mol5VpQjMM0f6vg8bZhNngDwIRC7o/edit?fbclid=IwAR3tfLNiBX8-5_NbfD0QAhQCBjwXIGWExN_68K5QTj5KEbmRciSt6D-XYqI#responses
შენიშვნა: დიაგრამაზე მოცემულია პროფესიის არჩევაზე მოქმედი ფაქტორების ჩამონათვალი და მათი პროცენტული მაჩვენებელი.

საბედნიეროდ, შედარებით  უკეთესი მდგომარეობა გვაქვს 15-20წლის ახალგაზრდების შემთხვევაში,სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა პროფესიის არჩევისას მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად მიიჩნევენ პერსონალურ უნარ-ჩვევებს,ინტერესებს და შესაძლებლობებს.როგორც 15წლის ერთ-ერთი რესპოდენტმა აღნიშნა: ,,პროფესიის არჩევამდე აუცილებელია გაეცნო შენს უნარებს და შესაძლებლობებს, რაშიც სოციალური აქტიურობა და ინტეგრაცია აუცილებლად დაგეხმარება, ენთუზიაზმით შესრულებული საქმე კი ყველაზე ხარისხიანი და დასაფასებელია“.

ქართველ ახალგაზრდებში, პროფესიის არჩევის პროცესი არაჯანსაღი და გაუმართავი სტილით მიმდინარეობს. 100 ახალგაზრდის გამოკითხვამ დაგვანახა ის სურათი თუ რა პრობლემების წინაშე დგანან ახალგაზრდების კარიერის დაგეგმვის ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ეტაპზე – პროფესიის არჩევის დროს. პრობლემები მრავალფეროვანია და სხვადასხვა საჯარო სექტორისა თუ სტატუსის მქონე ადამიანებს მოიცავს (ოჯახის წევრები, ავტორირეტული პიროვნებები და ა.შ. ):

პროფორიენტაციის სერვისის არ არსებობა – საჯარო სკოლების მიერ გაცემული ერთ-ერთი სერვისი სწორედ უნდა იყოს პროფორიენტაციის ხლმისაწვდომობა. დღეს, ქართველი ახალგაზრდები ვერ იღებენ პროფორიენტაციის ხარისხიან, ეფექტურ და მათზე მორგებულ სერვისს. ახალგაზრდების უნარებისა და შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა/დათრგუნვა   –  ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სწორი არჩევანი გულისხმობს სწორედ სამი ფაქტორის  სრულ თანხვედრას  – “მინდას”, “შემიძლიასა” და “საჭიროას” – შორის. უმეტესწილად ახალგაზრდებში ითღგუნება ,,მინდასა“ და ,,შემიძლიას“ ფაქტორი და რჩება მხოლოდ ,,საჭიროას“ ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც ხდება პროფესიის არჩევა. ოჯახის წევრებისა და საზოგადოების ხისტი ჩართულობა ახალგაზრდის გადაწყვეტილების მიღების პროცესში – საზოგადოების ცნობიერების დონე დაბალია, ვერ იაზრებენ, რომ ახალგაზრდამ უნდა იცხოვროს და კარიერა განავითროს საკუთარი გადაწყვეტილების ფონზე და არა, ოჯახის, სამეგობროსა თუ სხვა სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. კარიერის დაგეგმვის სპეციალისტის ჩართულობის დეფიციტი/არარსებობა ახალგაზრდების პროფესიული გადაწყვეტილების მიღების პროცსში.

 

, ,