24/06/2020 magda

GIP-ის დირექტორის მოადგილემ ორგანიზაცია On Think Tanks (OTT)-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

23 ივნისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორის მოადგილემ რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია – On Think Tanks (OTT)-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში. სამდღიანი ონლაინ კონფერენციის გახსნითი ღონისძიება შემდეგ თემას შეეხებოდა – ანალიტიკური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი: მხარდაჭერის ინიციატივების შეფასება და მოსალოდნელი შედეგები.

 

 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) წარმომადგენლის გარდა, პირველი პანელის მომხსენებლები იყვნენ:

  • გორან ბულდიოსკი  (ღია საზოგადოების ფონდები)
  • ჯული ლაფრანსი ( ინიციატივა Think Tank-ის  გუნდის ყოფილი წევრი)
  • მიხაელ შვარც  (ფონდი მერკატორი)
  • ჰენრი ალტ-ჰააკერი (რობერტ ბოშის ფონდი)

 

მოდერატორი: ენრიკე მენდიზაბალი (On Think Tanks).

კონფერენციის გახსნითი ღონისძიება მიზნად ისახავდა ანალიტიკური ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და მათი გავლენის გაძლიერებას, როგორც ზოგადად, ისე კრიზისული სიტუაციების გამკლავების კონტექსტში. როგორც პანელისტებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია გაფართოვდეს მათი გრანტის მიმღები ორგანიზაციების ბაზა და ახალ ორგანიზაციებს მიეცეთ კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა; ამასთან, დონორ ორგანიზაციებსა და ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის  საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა და  დიალოგი პროგრამების შექმნისა და განხორციელების პროცესში. პანელისტებმა დონორი ორგანიზაციების მხრიდან მზადყოფნის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომ გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს არა მხოლოდ ფინანსურად დაუჭირონ მხარი, არამედ დაეხმარონ მათ გააფართოვონ თანამშრომლობის ქსელები და გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობები. მართალია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ანალიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება შესაძლოა შემცირდეს, მაგრამ ინოვაციური გადაწყვეტები და კვლევაზე დაფუძნებული ინიციატივები ქმნის შესაძლებლობას თანამშრომლობისთვის; სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან უკვე არსებული კავშირები კი უზრუნველყოფს იმას, რომ  ბევრმა კვლევითმა ორგანიზაციამ  ეფექტიანად გააგრძელოს მუშაობა.

დისკუსია შემდეგი შეკითხვების ირგვლივ წარიმართა:

  • რა ვისწავლეთ ანალიტიკური ორგანიზაციების მხარდაჭერის შედეგად გრძელვადიან პერსპექტივაში?
  • დაფინანსების რომელი მიდგომები, პოლიტიკა და მექანიზმებია ყველაზე ეფექტური იმისათვის, რომ გაიზარდოს ანალიტიკური ორგანიზაციების კომპეტენციები და მათი გავლენა პოლიტიკის ფორმირების პროცესებზე გრძელვადიან პერსპექტივაში?
  • როგორ აისახება დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ანალიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებაზე?
  • როგორ უნდა მოახერხონ დონორმა ორგანიზაციებმა, მომავალში უკეთ დაუჭირონ მხარი ანალიტიკურ ორგანიზაციებს, რათა მათი მედეგობა უზრუნველჰყონ.

 

On Think Tanks (OTT)-ის კონფერენცია წელს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, ონლაინ ფორმატში მიმდინაორეობს, როგორც ღონისძიებების სერია.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://onthinktanks.org/events/ott-conference-2020-the-2nd-online-event/

, , , ,