11/05/2016 magda

საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია, უცხოური გავლენები და პარლამენტარიზმი: კონსოლიდირებული დემოკრატიის პერსპექტივები საქართველოში“

18 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას – “რელიგია, უცხოური გავლენები და პარლამენტარიზმი: კონსოლიდირებული დემოკრატიის პერსპექტივები საქართველოში”.

კონფერენცია სამ პანელად ჩატარდა, რომელთაგან თითოეული დაეთმო ისეთ თემებს, როგორებიცაა: რელიგია და დემოკრატია, პარლამენტარიზმი და უცხოური გავლენები დემოკრატიზაციაზე. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სამეცნიერო, სამთავრობო, რელიგიური, და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ემსჯელათ საქართველოში დემოკრატიზაციის დონეზე და იმ წინაღობებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც დემოკრატიული განვითარების გზაზე გვხვდება.

ღონისძიება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა – კორნელი კაკაჩიამ და აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა – ქორთნი ოსტრიანმა – გახსნეს.

კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერია “ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED)“.

პრესა კონფერენციის შესახებ: 

















































, , , , , , ,