2020-07-15 14:21:19
მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ხშირად განიხილება, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებისა და, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრობისაკენ მისი სწრაფვის საფუძველი. თუმცა საქართველოში ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენს ჯგუფს, რომლის ერთსულოვანი მხარდაჭერაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას აკლია. საქართველოში ეთნიკური ქართველებისგან განსხვავებით, ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები ნაკლებად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირის პოტენციურ წევრობას. წინამდებარე სტატიაში განხილულია ეთნიკური უმცირესობების ნაკლები მხარდაჭერის შესაძლო მიზეზები და ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები ამ მხარდაჭერის გაზრდისათვის. სტატიაში ჩამოყალიბებულია კავშირი მათ პოზიციასა და ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის დეფიციტსა და დეზინფორმაციას შორის, შემოთავაზებულია უფრო ქმედითი და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია.