2017-04-04 16:38:55
2016 წლის აპრილში, ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაირღვა. სროლები განახლდა, რასაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა კი სამოქალაქო პირები იყვნენ. დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ, სწორედ ეს იყო ყველაზე სერიოზული საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. ომის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ, რუსეთმა ახალ შეთანხმებას უშუამდგომლა. თუმცა, კონფლიქტის ხანგრძლივად მოგვარებისთვის წარმოებული მოლაპარაკებები 2016 წლის აგვისტოს შემდეგ ჩიხში შევიდა.
2017 წლის 24-25 თებერვალს, საკონტაქტო ხაზზე აზერბაიჯანის და სომხეთის ძალებს შორის სროლები განახლდა. დადასტურებული ინფომაციით, ამ სროლებს ხუთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. საომარი მოქმედებების შესაძლო განახლება, მთელ რეგიონზე, მათ შორის საქართველოზეც, მოახდენს გავლენას.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) თხოვნით, ექსპერტებმა დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან, კონფლიქტის განახლების ალბათობასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე მის შესაძლო გავლენაზე გააკეთეს კომენტარი.